
ჩვენი პლანტაცია დაკეტილია!
მომავალ შეხვედრამდე!
რა არის "ნუკრიანის ლავანდა"?
"ნუკრიანის ლავანდა" საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველი ლავანდის პლანტაციაა. იგი მდებარეობს კახეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქ. სიღნაღთან სულ ახლოს.
"ნუკრიანის ლავანდა" იისფერი ზღვა და ლავანდის საუცხოო დამათრობელი სურნელია.
"ნუკრიანის ლავანდა" ლავანდის რიგებს შორის გასეირნებაა, ლავანდის ველზე მოწყობილი ფოტოსესიებია, სურნელოვანი თაიგულებია.
და საერთოდ, "ნუკრიანის ლავანდა" „ქართული პროვანსია“.




ჩვენს პლანტაციაზე შეგიძლიათ:
*პროფესიონალური ფოტოგადაღებები ტარდება:
-დილის 9-00-დან 11-00სთ-მდე
-საღამოს 17-00-დან 19-00სთ-მდე
**საქორწინო ფოტოგადაღებების შესახებ შეთანხმება ხდება წინასწარ - შეხვედრამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე
ჩვენს პლანტაციაზე აგრეთვე შეგიძლიათ:
თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს Facebook-ზე!
გაფრთხილება
თქვენი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, შეგახსენებთ, რომ თქვენ იქნებით ველზე, რომელიც მდებარეობს ღია ცის ქვეშ.
ტერიტორია არ არის დაცული პირდაპირი მზისგან, ამიტომ გთხოვთ:
-
შეარჩიოთ შესაფერისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
-
თან იქონიოთ ქუდი ან ქოლგა
-
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები
-
თან იქონიოთ სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობა
გთხოვთ პატივი სცეთ პლანტაციას და მასში ჩადებულ
შრომას, და არ დაკრიფოთ ყვავილები, არ დააბიჯოთ
ბუჩქებს და არ დააზიანოთ ველზე მყოფი მცენარეები.